მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » ბორის გროისი.ხელოვნების რეტექნიზაცია
13:13
ბორის გროისი.ხელოვნების რეტექნიზაცია
ბორის გროისიხელოვნების რეტექნიზაციადასაწყისისათვის ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთხელ პროვინციული გერმანული კუნსტჰალეს დირექტორს შემთხვევით ვკითხე აჩვენებდა თუ არა ვიდეო ნამუშევრებს, ან ქსელურ ხელოვნებას თავის ინსტიტუციაში. მან მიპასუხა, რომ არ შეეძლო ეჩვენებინა რომელიმე იმატერიალური ხელოვნება, რადგან მოწყობილობა, რომელსაც ამგვარი ხელოვნება ითხოვს, არის ძალიან მძიმე და მისი ყიდვაცა და გამოყენებაც ძალიან ძვირი ჯდება.. ამგვარად, ის ზღუდავს თავის საგამოფენო აქტივობას ტრადიციული ტილოებით, რაც ბევრად იაფი უჯდება.. და მართლაც, ყოველმა მწერალმა იცის, რომ ბევრად უფრო იაფი და უფრო შრომატევადია კალმით "მატერიალურად” წერა, ვიდრე იმატერიალურად – „კომპიუტერით". ამგვარად, რატომ ადანაშაულებს ავტორი თანამედროვე ხელოვნებას იმატერიალურობაში – იმ მნიშვნელობით, რომ ის აღარ არის ფიზიკური შრომა? ეს საყვედური ხშირად ჩნდება სახელოვნებო პუბლიკაციებში.არტისტულმა ავანგარდმა მართლაც გააფთრებულად იბრძოლა ხელოვნება&ხელოსნობის წინააღმდეგ და ე.ი., თუ გნებავთ, ხელოვნების მატერიალურობის წინააღმდეგ. ბრძოლამ ცნობილ კულმინაციას რედიმეიდში – დიუშანის მიერ გამოგონილ პროცედურაში მიაღწია. ეს პროცედურა პირობითად განმარტებულია, როგორც წმინდა იმატერიალური პოზიცია, რომელიც შედგება ნებისმიერი ობიექტისათვის არტისტული სტატუსის მინიჭებისაგან. ხელოვანი, რომელიც ოპერირებს რედიმეიდთან, ის არ მუშაობს მატერიაზე; რედიმეიდის შექმნას დიდი დრო არ სჭირდება. გადაწყვეტილება – დაარქვა ობიექტს ხელოვნების ნიმუში, მყისიერია. პროდუქციის შექმნის ადგილს იკავებს სელექცია. ხელოვანი აღარ არის მშრომელი, - ამის ნაცვლად ის მომხმარებელია. ეს თითქმის სამოთხეა, სადაც პროდუქციის წარმოება და მისი მოხმარება იდენტურია. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ სუპი, გამოაცხოთ ტკბილეული, წარმართოდ საუბარი, შეაჭრათ ვინმეს თმა – ეს ყველაფერი ხელოვნებაა. იმატერიალურობის გამარჯვება აშკარად გარანტირებულია. სულები თავისუფლად დაქრიან ხელოვნების სივრცეებში, გათავისუფლებულნი ფიზიკურობისა, თუ მატერიალურობის ციხისაგან. მძიმე შრომის ოფლის სუნი, ასეთი აშკარა კლასიკური ხელოვნების შესწავლისას, გაქრა და ადგილი დაუთმო იმატერიალურობის რაფინირებულ, სასიამოვნო და დიდებულ სურნელს.მაგრამ, ეს ნამდვილად ასეა? მთლად ასეც არ არის საქმე... რედიმეიდის პროცედურის წარმატებისათვის ის ხელოვნების სისტემაში უნდა არსებობდეს. არ გამოვა, რომ მხოლოდ დეკლარირება მოვახდინოთ ობიექტისა ხელოვნების ნიმუშად – დეკლარაციას დოკუმენტაცია ესაჭიროება, რომ ამ ხელოვანსაც მოუტანოს აღიარება და სხვებსაც. დეკლარირებას კი სჭირდება მოწმე მისი ვარგისიანობის დასამტკიცებლად. იმატერიალურობის პირობა გვეძლევა იმ შემთხვევაშიც, თუ ვაღიარებთ ღმერთის, ან ღმერთების არსებობას, რომელნიც ფუნქციონირებენ როგორც იმატერიალური მოწმეები ცალკე მდგომი, იმატერიალურად დამტკიცებული გადაწყვეტილებებისა. მაგრამ დღეისათვის ჩვენ დარწმუნებულნიც კი არა ვართ, ძალუძთ, თუ არა ადამიანებს დაემოწმნონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, რადგან ადამიანის იმატერიალური სუბიექტურობა სინამდვილისაგან შორს დგას.. ე.ი. შეუძლებელია ობიექტისათვის ხელოვნების ნიმუშის სტატუსის მინიჭება რეალური "მატერიალური” მოწმის არსებობის გარეშე. ხელოვნების ბაზარი დღეისათვის ამგვარ მოწმედ გამოდის. მისი ფუნქცია მდგომარეობს ხელოვანთა გადაწყვეტილებების დამოწმებასა და ამ გადაწყვეტილებების შესახებ სხვათა ინფორმირებაში. ეს არის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრულად მატერიალურია და მაქსიმალურად შრომატევადი. არტ სამყარო აშენებს უფრო და უფრო დიდ მუზეუმებსა და კუნსტჰალეებს; კატალოგები უფრო და უფრო სქელი ხდება; უფრო და უფრო მეტის ორგანიზება, კომუნიკაცია, ფირზე აღბეჭდვა, გადაღება და გამოფენა ხდება. ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი სამუშაო სრულდება ხელოვანთა მიერ. ისინი თავიანთი იმატერიალური გადაწყვეტილებების დოკუმენტაციაში იმდენ ენერგიასა და შრომას დებენ, რასაც მათი წინაპარი კოლეგები ძველ დროში საკუთარი ხელით შრომისას ხარჯავდნენ. ვიმეორებ: დოკუმენტაციის პროცესი არ არის არტისტული გადაწყვეტილებების გარეგნული ჩაწერა, ეს არის თვით არსით გადაწყვეტილებების მიღების ჩაწერის პროცესი: არავითარი გადაწყვეტილება დოკუმენტაციის გარეშე.დიუშანის რედიმეიდები გვთავაზობს მხოლოდ არტ "რეალური უტოპიის” დაპირებას, რომელიც შეიძლება გაუტოლდეს კომუნიზმის დაპირებას და გამოჩნდეს როგორც ეფექტური ალტერნატივა მარქსიზმისა: მოსაბეზრებელი შრომიდან გათავისუფლება საგნებში ფარული არტისტულობისა, ე.ი. ღირებულების არსებობის აღმოჩენით, საგნებში, რომლებიც ღარიბი, მდაბიო, საეროა, დამარცხებულია, როგორც კონკურენტუნარიანი და თავად მარცხშიც...მაგრამ მარქსისტული კრიტიკა საგნობრივი ფეტიშიზმისა ეხება რედიმეიდსაც. რთული არ არის იმის გაგება, თუ როგორ წარმოიშობა დამატებითი ღირებულების მინიჭება რედიმეიდის ხელოვნებაში ავანგარდიდან დაწყებული არტისტული პრაქტიკა განიხილება, როგორც დამანგრეველი, დამრღვევი და ტაბუების ამხსნელი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის გასცდა არტ ინსტიტუციებს, გახსნილობას და სხვაგვარობას, მაგრამ საზღვრების გასწვრივ სიარულისას აღმოჩნდა ინკლუზივი: ხელოვნებას არ სურს იყოს ექსკლუზიური. მას სურს დარჩეს ინკლუზიურად – ყოველი საზღვარი, რომელიც გადაილახება, ავრცელებს ხელოვნების ქსელს; ის ქმნის კიდევ უფრო ინკლუზიურ ქსელს. ეს არის ქსელი, რომელიც ითხოვს მატერიალურ ინფრასტრუქტურას, მატერიალურ ბაზისს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ნორმების, ღირებულებების, პირობების "იდეალურ” საზღვრებზე მუზეუმების, კუნსტჰალეებისა და სხვა არტ ისტაბლიშმენტებისა. მათი საზღვრები მხოლოდ ესთეტური ნორმებით ან წარმოსახვითი იდეებით არ განისაზღვრება, არამედ, უფრო მეტად კონსტრუქციული ინდუსტრიით. ყოველი მატება ხელოვნებისა ინკლუზივში გულისხმობს ანონიმური ფიზიკური შრომის გაზრდას უფრო მეტი არტ სივრცეების შესაქმნელად. იგივე აშკარა მატერიალური სამუშაო ასევე მიდის კატალოგების, ფილმების და დოკუმენტაციის სხვა ფორმების წარმოებისათვის, რომლის გამოც საბოლოოდ ქრება იმის მნიშვნელობა, თუ სად ხდება ხელოვნება – განკუთვნილი ადგილის შიგნით, თუ გარეთ. ხელოვნების ღირებულება, რომელსაც ხელოვანი განუსაზღვრავს რომელიმე მოცემულ საგანს, სივრცესა, თუ პროცესს, არსით ანონიმური, არა-სახელოვნებო სამუშაოა, რომელიც წარმოდგენილია მუშების, ტექნიკოსების, დამლაგებლების შრომით – და მხოლოდ შემდეგ მიკუთვნებულია არტისტისათვის. ამ ფაქტს დღეისთვის ეღობება დისკურსი, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას წარმოადგენს, როგორც არტ ინსტიტუციების კრიტიკოსს, მაგრამ ზუსტად ამგვარი კრიტიციზმი აფართოებს ამ ინსტიტუციებს – ოდესმე გავრცობილი ინკლუზიურობის მისაღწევად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთისთვის ცალკეული არტისტული გადაწყვეტილება კვლავ იმატერიალურად შეიძლება ჩაითვალოს, მიუხედავად მისი ფაქტობრივი დოკუმენტაციისა და რეალიზაციისა და შეიძლება ვინმემ ისიც თქვას, რომ არტი იმატერიალურია, როცა წარმოდგენილია არაორაზროვნად ფორმირებული არტისტული გადაწყვეტილებების სერიებად და რომლებიც ითხოვენ ინსტალაციებს, ობიექტებს, კონსტრუირებას პერფორმანსებისა, თუ "მოვლენების” (ევენტ) მოწყობას. ამ შემთხვევაში იმატერიალურობა არ ნიშნავს არა-მატერიალურს, არამედ რაღაცას გამჭვირვალეს, რაციონალურს, მისაწვდომს. არტისტული ნამუშევრის მაგია უნიკალურია და განუყოფელი ხელოვანის სხეულისაგან – მის ადგილს იკავებს გასაგები (არაორაზროვანი) განმეორებადი პროგრამა ხელოვნების მანუფაქტურისათვის. სწორედ ეს არის ხელოვნების დამოუკიდებლობა არტისტის სხეულისაგან, რომელიც ხშირად აღინიშნება როგორც იმატერიალურობა: გათავისუფლება ინდივიდუალური, შემოქმედებითი სხეულისაგან გამჭვირვალე, ინტერსუბიექტური, იმატერიალური პროგრამისათვის. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა უეჭველად გვთავაზობს შესაძლებლობას, შევქმნათ რაიმე მსგავსი ციფრული სულისა, რომელიც რჩება სრულიად დამოუკიდებლად მისი განსხეულებებისაგან – მისი მატერიალური ინკარნაციებისაგან შესაბამის hardwere -ში. ციფრული სული იწყებს სპირიტუალურ მოგზაურობას ადამიანური (ხელოვანის) ყოფიერების სხეულიდან კომპიუტერის სხეულისაკენ – და ერთი კომპიუტერული სხეულიდან მეორისაკენ, და ეს მოგზაურობა გარკვეულად არ ეხება სულის იდენტურობას. ნეოპლატონურმა ხედვამ ციფრული სულისა, რომელიც თავის მატერიალურ hardwere ინკარნაციებს ეძებს, დაიპყრო თანამედროვე წარმოსახვა, რადგან ციფრული კოდი 0/1 ერთი შეხედვით გამოჩნდა, როგორც დასრულება დიუშანისეული ოცნების ქმნილების იდენტურობის, სელექციის, პროდუქცირებისა და გამოყენებისა. ახლო დაკვირვება ცხადჰყოფს, რომ მოგზაურობა არ შეიძლება წარმატებული იყოს, რადგან ტექნოლოგიური პროცესი მუდმივად ქმნის ახალ სხეულებს, რომლებიც აღარაფრად აგდებენ ძველ სულებს. ციფრულმა სულმა de facto აჩვენა მაქსიმალური დამოკიდებულება softwere -სი hardwere -ზე – სულისა სხეულზე. პროგრამები ყოველთვის არ შეიძლება იყოს გადატანილი (გადაცემული) ადამიანიდან კომპიუტერზე, ან ერთი კომპიუტერული თაობიდან მეორეზე – ეს ითხოვს დიდ შრომასა და მოწესრიგებას. ამგვარად, ხელოვანებმა დაიწყეს მუშაობა ისევე გულმოდგინედ თავიანთ კომპიუტერთან ისევე, როგორც ფერწერაში მუშაობდნენ. გამოცდილებით, ისტორიული ავანგარდის ხელოვნების დეტექნიზაციამ სცენა შეუმზადა რადიკალური რეტექნიზაციის ახალი ფაზის შექმნას. ავანგარდმა გააუქმა ან უფრო დააახლოვა ხატვის, ფერწერის და სკულპტურის ძველი ტექნიკების მნიშვნელობა. ტექნიკიდან ემანსიპაციას მოჰყვა რეტექნიზაცია, რომელიც იყენებს პიქტორალური პროდუქციისა და დისტრიბუციის ახალ ციფრულ ტექნიკებს. ხელოვანი კიდევ ერთხელ ხდება ტექნიკოსი, სპეციალისტი, პროდიუსერი. პროგრამირება და დიჯიტალიზაცია ნიშნავს მუშაობას დაუსრულებლად. დღევანდელი "ვირტუალური” იმიჯები ავრცელებენ ზოგჯერ უფრო მძაფრ ოფლის სუნს, ვიდრე ტრადიციული შედევრები. მოკლე ავანგარდული შუალედი მხნე იმატერიალურობისაკენ მოძრაობისა დიდი ხნის წინ დასრულდა. დღეისათვის ხელოვნებას უწევს ახლებური და უფრო ვრცელი დღიური შრომა
ნანახია: 255 | დაამატა: maler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]