მთავარი » 2013 » მარტი » 8 » ექსპოზიცია სამხატვრო აკადემიაში
21:36
ექსპოზიცია სამხატვრო აკადემიაში
გგ
2012წლის 19 იანვრიდან 26 იანვრამდე სამხატვრო აკადემიის ახალ კორპუსში გავაკეთე ექსპოზიცია.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 22 ნამუშევარი(ნატურები და კომპოზიციები).
საზოგადოების უმეტესობა არ არის დაინტერესებული მხატვრობით,ეს ტენდეცი თვით მხატვრებშიც კი შეიმჩნევა.სამხატვრო აკადემიის აუდიტორიებში იფინება ნამუშევრები სადაც თითქმის დამთვალიერებელი საერთოდ არ მოდის.სტუდენტთა 90 პროცენტს(მეტს თუარა)საერთოდ არ აინტერესებს რას აკეთებს სხვა მისი კოლეგა თუ კონკურენტი.აქედან გამომდინარე გამოდის რომ ჩვენ, აკადემიის სტუდენტები, გამოფენას იმისთვის ვაწყობთ რომ ნიშანი დაგვიწერონ.ფორმალობა რომ არ ყოფილიყო ჩემი გამოფენა ნამუშევრები გამოვფინე სამხაყვრო აკადემიის დერეფენში აუდიტორიის გარეთ.გასაოცარი ფაქტია მნახველი აუდიტორიის გარეთ ექსპოზიციით ინტერესდება ხოლო შიგნით რა ხდება საერთოდ არ აინტერესებს,მიჩნდება აზრი რომ სტუდენტთა უმეტესობას კარის გაღება,შიგნით შესვლა და დათვალიერება ეზარება ან ერიდება.გამოდის რომ ხალხი თუ არ მოდის გამოფენაზე გამოფენა უნდა მივიდეს ხალხთან.სამწუხაროა რომ საზოგადოება მზამზარეულს ისე მიეჩვია მალე ნაბიჯის გადადგმასაც აღარ იკადრებს.


რამდენი ადამიანიც არის იმდენი აზრი არის-ნათქვამია მაგრამ სიმართლე ერთია.ექსპოზიციამ სხვადასხვა თაობის ადამიანებისგან
 სხვადასხვა შეფასება მიიღო.აქ თითქოს გასაკვირი არაფერია, მაგრამ თუ დავუკვირდებით იმ ფაქტს რომ მთლიანობაში კომპოზიციები გულისტკივილს გამოხატავდა არ უნდა აღექვა სხვას აგრესიად ან დაცინვად.
აგალითად ამ ნამუშევარმა მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა რამოდენიმე ადამიანისგან რაც შეუსაბამობად მიმაჩნია.აქ გამოსახულია თუ როგორ დასტირის ადამი და ევა მკვდარ შვილს.დავხატე პირველი დიდი ტკივილი რომელიც ადამიანმა განიცადა და მეც განვიცდი ამ ნამუშევრით.მე აქ აგრესიას ვერ ვხედავ.ამით მინდა ადამიანს თავისი სახე ვაჩვენო,თუ რის გამკეთებლები ვართ,უკან ღმერთი და კაენია გამოსახული სადაც უფალი შენდობის შანსს აძლევს ადამიანს,ხოლო ადამიანი ზურგს აქცევს უფალს.მინდა ამით ადამიანური ბუნების სუსტი მხარეები წარმოვადგინო,რათა მომავალში აღარ გავიმეოროთ და გაკვეთილად გვქონდეს სხვა ბევრი მსგავსი ფაქტები.

ერთერთი კრიტიკული გამოდგა ჩემი ავტოპორტრეტი სადაც სტუდენტებისგანაც არ მოხდა კომპოზიციის სწორი გაგება.საქმე იმაშია რომ გამოყენებული მასალა ჰანს ჰოლბაინ უმცროსის "მკვდარი ქრისტეს”რეპროდუქციაა.ისე მიიღეს თითქოს მე ღმერთი დავხატე ჩემი პორტრეტით ან სხვა ვარიანტში მე ჩემ თავს ღვთის ადგილას ვაყენებ.ეს ასე ნამდვილად არ არის.კომპოზიცია არათუ ეწინააღმდეგება რელიგიურ დოგმას პირიქით ის თავადაა რელიგიური.ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს ქრისტესთვის სიკვდილი.თომა მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ სადაც სხვებს ეუბნება წავიდეთ და უფალთან ერთად ჯვარს ვეცვათო.ამის გამოხატვა მინდოდა და მოვახერხე კიდეც.მნიშვნელოვანი შთაგონება გოგრგასლის უკანასკნელი სიტვებიდან ავიღე”ეძებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის”.უფროს თაობაში კი აგრესიის გამოხატვად აღიქვეს.გასაგებია რომ ახალგაზრდობა აგრესიულია მაგრამ ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს.გაუთავებელი კრიტიკა წამოვიდა ძველი თაობიდან,არ ითვალისწინებენ იმას რომ ჩვენ ჯერ მხოლოდ სტუდენტები ვართ და ჩამოყალიბების გზას ეხლა გავდივართ.არ უნდა მოგვთხოვონ ის რაც პროფესიონალს და გამოცდილს მოეთხოვება.

ვ.ჯანჯღავა

კატეგორია: ვახტანგ ჯანჯღავა | ნანახია: 941 | დაამატა: maler | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]