დამუშავებული ტექსტი ბმულზეცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლიაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ Saturday Evening Post- -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენენ. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის.აუცილებლად მიმაჩნია კონკრეტული ესთეტიკური გამოცდილების გულმოდგინე და არატრივიალური შესწავლა და არა აბსტრაქტული ინდივიდუმისა იმ სოციალური და ისტორიული კონტექსტით, სადაც ამ გამოცდილების ფორმირება ხდება. შედეგად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პასუხი არა მხოლოდ ზემოთ ფორმულირებულ შეკითხვაზე, არამედ ბევრ კიდევ უფრო მნიშვნელოვან შეკითხვებზეც. Iსაზოგადოება, რომელიც განვითარების გზაზე კარგავს უნარს უარყოს თავისი კონკრეტული ფორმების უცვლელობა, ასევე ანგრევს იმ მიღებულ წარმოდგენებსაც, რაც შესაძლებელს ხდის მწერლებისა და მხატვრების ურთ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1092 | Added by: maler | Date: 21.12.2011 | Comments (0)

კლემენტ გრინბერგი ავანგარდი და კიტჩი კლემენტ გრინბერგი (1909 – 2000) XX საუკუნის 30-60-იანი წლების ამერიკული ნეოავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და თეორეტიკოსია. გეომეტრიული აბსტრაქციონისტი მხატვრების (ჯოზეფ ალბერტსი და სხვ.) შესახებ მის მიერ შექმნილმა კონცეფციამ ამ მხატვრობის ლეგიტიმაცია მოახდინა. ტექსტი "ავანგარდი და კიტჩი” გასული საუკუნის მხატვრული კრიტიკის კლასიკას ეკუთვნის და პირველად მემარცხენე ტროცკისტულ ჟურნალში Partisan Review", , –ში გამოქვეყნდა, სადაც იმ პერიოდისთვის – 30-იანი წლების ბოლოსთვის დაძაბული დისკუსიები მიდიოდა ლიტერატურისა და ხელოვნების პოლიტიკური როლის შესახებერთსა და იმავე ცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლიაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ Saturday Evening Post- -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენენ. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის. რამდენად ფართო უნდა იყოს კულტურის ხედვ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1892 | Added by: maler | Date: 11.12.2011 | Comments (0)

კარლ მარქსის ტექსტებში არის ერთი პასაჟი, რომელიც იმდენად ზუსტია რამდენადაც პოპულარული და მართლაც, მისი პოპულარულობის მიზეზიც სწორედ სიზუსტეა: „ჰეგელმა სადღაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიის ყველა უდიდესი ფაქტი და პერსონაჟი, როგორც წესი, ორჯერ ჩნდება. მას დაავიწყდა დაემატებინა: პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსი." თუ ეს აზრი ისტორიაში მეორდება, თავისივე კრიტერიუმებით ის ფარსი უნდ აიყოს, ხოლო მისი პირველი გამოჩენა ჰეგელთან – ტრაგედია. რაღაც ამგვარი მართლაც მოხდა: ეს ფრაზა, რომელიც ყველა მარქსისტმა იცოდა, დაახლოებით იმ ლოზუნგს ჰგავს, მაისურებზე რომ ბეჭდავენ; ამიტომ ისინი აუცილებლად უარყოფდნენ გამეორებას, რადგან შედეგად ფარსს მიიღებდნენ. ამგვარად მოიქცნენ 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის აჯანყებული განსწავლული რევოლუციონერები, როცა ჰარვარდის ასევე განსწავლული სტუდენტები ერთი წლის შემდეგ აჯანყდნენ. საბოლოო შედეგის მიხედვით ეს არ იყო მთლიანი რევოლუციური მოძრაობა და პირველი მოვლენის ვეტერანები თავის მოვალეობად თვლიდნენ დაეცინათ ამგვარი მოვლენების გამეორებისთვის.

ჰეგელის გ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1354 | Added by: maler | Date: 11.12.2011 | Comments (1)

ბორის გროისიხელოვნების რეტექნიზაციადასაწყისისათვის ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთხელ პროვინციული გერმანული კუნსტჰალეს დირექტორს შემთხვევით ვკითხე აჩვენებდა თუ არა ვიდეო ნამუშევრებს, ან ქსელურ ხელოვნებას თავის ინსტიტუციაში. მან მიპასუხა, რომ არ შეეძლო ეჩვენებინა რომელიმე იმატერიალური ხელოვნება, რადგან მოწყობილობა, რომელსაც ამგვარი ხელოვნება ითხოვს, არის ძალიან მძიმე და მისი ყიდვაცა და გამოყენებაც ძალიან ძვირი ჯდება.. ამგვარად, ის ზღუდავს თავის საგამოფენო აქტივობას ტრადიციული ტილოებით, რაც ბევრად იაფი უჯდება.. და მართლაც, ყოველმა მწერალმა იცის, რომ ბევრად უფრო იაფი და უფრო შრომატევადია კალმით "მატერიალურად” წერა, ვიდრე იმატერიალურად – „კომპიუტერით". ამგვარად, რატომ ადანაშაულებს ავტორი თანამედროვე ხელოვნებას იმატერიალურობაში – იმ მნიშვნელობით, რომ ის აღარ არის ფიზიკური შრომა? ეს საყვედური ხშირად ჩნდება სახელოვნებო პუბლიკაციებში.არტისტულმა ავანგარდმა მართლაც გააფთრებულად იბრძოლა ხელოვნება&ხელოსნობის წინააღმდეგ და ე.ი., თუ გნებავთ, ხელოვნების მატერიალურობის წინააღმდეგ. ბრძოლამ ცნობილ კულმინ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 828 | Added by: maler | Date: 11.12.2011 | Comments (0)

ხელოვნების რაობის პრობლემა ყოველთვის დგას და ისმის კითხვა, საერთოდ რატომ ჩნდება ხოლმე ეს პრობლემა. რადგან არამხოლოდ ცხენის ან ძრო­ხის რაობის შესახებ არ სვამს ვინმე ამგვარ კითხ­ვას, არამედ ბევრი სხვა საგნის გამოც. რაც შეეხება ხელოვნებას: ადამიანები სვამენ კითხვას, რა არის ხელოვნება - და უფრო მეტიც, ცდილობენ პასუხიც გასცენ მას - თავად ხელოვნებისავე ფარგლებში. ეს კი - როგორც ყველა ამ საკითხში განსწავლული ადა­მიანი აღნიშნავს - აქამდე მხოლოდ ფილოსოფიისთ­ვის იყო დამახასიათებელი. მხოლოდ ფილოსოფიისთვის წარმოადგენდა რეფლექსიის საგანს საკუთარი საგ­ნისა და მეთოდების განსაზღვრა. ფილოსოფიის მიერ დაფუძნებულ ამ პარადიგმას სულ უფრო და უფრო ერ­გება ხელოვნებაც და ეს ახალი ფენომენია. ადრე ეს საკითხი არ იყო პრობლემატური, რადგანაც ცნობილი იყო, რითი გამოირჩეოდა ხელოვნება და უნდა ითქვას, რომ არა-ხელოვნებისგან იგი ხელოვნურობით გამო­ირჩეოდა, ანუ ნახელავობით. ხელოვნება ბერძნულად "ტეხნეა", ანუ უპირველეს ყოვლისა, ბუნებისგან იმ­ით განსხვავდება, რომ იგი ადამიანის ხელითაა ნაკეთები, მაშინ როცა ბუნებრივი ნივთები არაა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1179 | Added by: maler | Date: 15.10.2011 | Comments (0)

ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.

ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, ... კითხვის გაგრძელება »
Views: 818 | Added by: maler | Date: 15.10.2011 | Comments (0)