მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11
კლემენტ გრინბერგი ავანგარდი და კიტჩი კლემენტ გრინბერგი (1909 – 2000) XX საუკუნის 30-60-იანი წლების ამერიკული ნეოავანგარდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტიკოსი და თეორეტიკოსია. გეომეტრიული აბსტრაქციონისტი მხატვრების (ჯოზეფ ალბერტსი და სხვ.) შესახებ მის მიერ შექმნილმა კონცეფციამ ამ მხატვრობის ლეგიტიმაცია მოახდინა. ტექსტი "ავანგარდი და კიტჩი” გასული საუკუნის მხატვრული კრიტიკის კლასიკას ეკუთვნის და პირველად მემარცხენე ტროცკისტულ ჟურნალში Partisan Review", , –ში გამოქვეყნდა, სადაც იმ პერიოდისთვის – 30-იანი წლების ბოლოსთვის დაძაბული დისკუსიები მიდიოდა ლიტერატურისა და ხელოვნების პოლიტიკური როლის შესახებერთსა და იმავე ცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლიაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ Saturday Evening Post- -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენენ. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის. რამდენად ფართო უნდა იყოს კულტურის ხედვ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1902 | Added by: maler | Date: 11.12.2011 | Comments (0)

კარლ მარქსის ტექსტებში არის ერთი პასაჟი, რომელიც იმდენად ზუსტია რამდენადაც პოპულარული და მართლაც, მისი პოპულარულობის მიზეზიც სწორედ სიზუსტეა: „ჰეგელმა სადღაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიის ყველა უდიდესი ფაქტი და პერსონაჟი, როგორც წესი, ორჯერ ჩნდება. მას დაავიწყდა დაემატებინა: პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსი." თუ ეს აზრი ისტორიაში მეორდება, თავისივე კრიტერიუმებით ის ფარსი უნდ აიყოს, ხოლო მისი პირველი გამოჩენა ჰეგელთან – ტრაგედია. რაღაც ამგვარი მართლაც მოხდა: ეს ფრაზა, რომელიც ყველა მარქსისტმა იცოდა, დაახლოებით იმ ლოზუნგს ჰგავს, მაისურებზე რომ ბეჭდავენ; ამიტომ ისინი აუცილებლად უარყოფდნენ გამეორებას, რადგან შედეგად ფარსს მიიღებდნენ. ამგვარად მოიქცნენ 1968 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის აჯანყებული განსწავლული რევოლუციონერები, როცა ჰარვარდის ასევე განსწავლული სტუდენტები ერთი წლის შემდეგ აჯანყდნენ. საბოლოო შედეგის მიხედვით ეს არ იყო მთლიანი რევოლუციური მოძრაობა და პირველი მოვლენის ვეტერანები თავის მოვალეობად თვლიდნენ დაეცინათ ამგვარი მოვლენების გამეორებისთვის.

ჰეგელის გ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 1362 | Added by: maler | Date: 11.12.2011 | Comments (1)

ბორის გროისიხელოვნების რეტექნიზაციადასაწყისისათვის ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთხელ პროვინციული გერმანული კუნსტჰალეს დირექტორს შემთხვევით ვკითხე აჩვენებდა თუ არა ვიდეო ნამუშევრებს, ან ქსელურ ხელოვნებას თავის ინსტიტუციაში. მან მიპასუხა, რომ არ შეეძლო ეჩვენებინა რომელიმე იმატერიალური ხელოვნება, რადგან მოწყობილობა, რომელსაც ამგვარი ხელოვნება ითხოვს, არის ძალიან მძიმე და მისი ყიდვაცა და გამოყენებაც ძალიან ძვირი ჯდება.. ამგვარად, ის ზღუდავს თავის საგამოფენო აქტივობას ტრადიციული ტილოებით, რაც ბევრად იაფი უჯდება.. და მართლაც, ყოველმა მწერალმა იცის, რომ ბევრად უფრო იაფი და უფრო შრომატევადია კალმით "მატერიალურად” წერა, ვიდრე იმატერიალურად – „კომპიუტერით". ამგვარად, რატომ ადანაშაულებს ავტორი თანამედროვე ხელოვნებას იმატერიალურობაში – იმ მნიშვნელობით, რომ ის აღარ არის ფიზიკური შრომა? ეს საყვედური ხშირად ჩნდება სახელოვნებო პუბლიკაციებში.არტისტულმა ავანგარდმა მართლაც გააფთრებულად იბრძოლა ხელოვნება&ხელოსნობის წინააღმდეგ და ე.ი., თუ გნებავთ, ხელოვნების მატერიალურობის წინააღმდეგ. ბრძოლამ ცნობილ კულმინ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 830 | Added by: maler | Date: 11.12.2011 | Comments (0)