მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » ავანგარდი და კიტჩი(შემოკლებული ვრიანტი)
13:22
ავანგარდი და კიტჩი(შემოკლებული ვრიანტი)
დამუშავებული ტექსტი ბმულზეცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლიაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ Saturday Evening Post- -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენენ. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის.აუცილებლად მიმაჩნია კონკრეტული ესთეტიკური გამოცდილების გულმოდგინე და არატრივიალური შესწავლა და არა აბსტრაქტული ინდივიდუმისა იმ სოციალური და ისტორიული კონტექსტით, სადაც ამ გამოცდილების ფორმირება ხდება. შედეგად ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პასუხი არა მხოლოდ ზემოთ ფორმულირებულ შეკითხვაზე, არამედ ბევრ კიდევ უფრო მნიშვნელოვან შეკითხვებზეც. Iსაზოგადოება, რომელიც განვითარების გზაზე კარგავს უნარს უარყოს თავისი კონკრეტული ფორმების უცვლელობა, ასევე ანგრევს იმ მიღებულ წარმოდგენებსაც, რაც შესაძლებელს ხდის მწერლებისა და მხატვრების ურთიერთგაგებას აუდიტორიასთან. ზოგადი წანამძღვრებიდან გამოსვლა უფრო და უფრო რთული ხდება. ყველაფერი რაც განპირობებული იყო რელიგიით, ძალაუფლებით, ტრადიციით, ჭეშმარიტების სტილით, ეჭვის ქვეშ დგება, ხოლო მწერალსა თუ მხატვარს უკვე აღარ შეუძლია პუბლიკის რეაქციის გამოცნობა მის მიერ გამოყენებულ სიმბოლოებსა თუ მითითებებზე. ადრე ამგვარი პრობლემა გამოსავალს პოულობდა გაყინულ ალექსანდრიულ სტილში, აკადემიზმში, სადაც პოლემიკისაგან თავის დასაღწევად ჭეშმარიტად მნიშვნელოვან პრობლემებს თავს არიდებდნენ, ხოლო შემოქმედება დადიოდა ფორმალური საკითხების შესრულებასთან, როცა რაღაც უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილი იყო წარსული ოსტატების პრეცედენტებზე დაყრდნობით. ერთი და იგივე თემები მეორდებოდა ასობით ნამუშევარში და ახალი არაფერი ხდებოდა+აკადემიზმის საზღვრებისთვის რომ თავი დაეღწია, დასავლური ბურჟუაზიული საზოგადოების ნაწილმა წარმოშვა აქამდე არნახული ავანგარდული კულტურა.ავანგარდის დაბადება ქრონოლოგიურად და გეოგრაფიულად ევროპაში სამეცნიერო აზროვნების რევოლუციურ გარღვევას დაემთხვა.ავანგარდის ჭეშმარიტი და მნიშვნელოვანი ფუნქცია არა "ექსპერიმენტებში” იყო, არამედ, იმ გზის ძიებაში, რომლის გაყოლაც კულტურის განვითარებას უზრუნველყოფდა იდეოლოგიური შფოთისა და ძალადობის პირობებში. საზოგადოებისაგან სრულიად განდგომილი პოეტი-ავანგარდისტი ან მხატვარი-ავანგარდისტი ისწრაფვოდა აემაღლებინა თავისი ხელოვნების დონე, ამავდროულად შეევიწროვებინა და აეყვანა ის აბსოლუტის განსხეულებამდე, რომელშიც ყველა ფარდობითობა და წინააღმდეგობა ან თავის გამოსავალს იპოვიდა, ან დაკარგავდა აზრს. Aამგვარად იბადება "ხელოვნება ხელოვნებისათვის”.ესთეტიკურად დასაბუთებული პეიზაჟი – რეალურია და არა მისი გამოსახულება; რაღაც მოცემული, ხელთუქმნელი, დამოუკიდებელი აზრებისგან, მიმსგავსებებისა თუ ორიგინალებისგან. შინაარსი უნდა გაიხსნას ფორმაში იმდენად სრულად, რომ მხატვრის თუ ლიტერატორის სამუშაოს იქამდე დაყვანა შეუძლებელი უნდა იყოს, რაც არ იქნება თავად არსი ხელოვნების ნიმუშისა.მაგრამ აბსოლუტი აბსოლუტურია იმ დროს, როცა მხატვარი ან პოეტი, როცა არის ის, ვინც არის, პატივს სცემს გარკვეულ ფარდობით ღირებულებებს და დანარჩენებს – არა. და ეს ღირებულებები, რომელთა სახელითაც ის აბსოლუტს მიმართავს – ფარდობითი და ესთეტური ღირებულებებია. ამგვარად მხატვარი ან ლიტერატორი გამოდის მიმბაძველი, მაგრამ არა ღმერთისა, არამედ მოცემულ შემთხვევაში ცნება "მიბაძვა” გამოიყენება არისტოტელესეული მნიშვნელობით – ხელოვნებისა და ლიტერატურის წესებისა და პროცესების მიხედვით.ავანგარდი მოძარობს, როცა ალექსანდრიზმი ერთ ადგილას რჩება.ზუსტად ეს ამართლებს ავანგარდულ მეთოდებს და აუცილებელს ხდის მათ. აუცილებლობა კი იმით არის განპირობებული, რომ ნამდვილად მაღალი ხელოვნებისა და ლიტერატურის შექმნის სხვა მეთოდი დღეისთვის არ არსებობს.ავანგარდი იქცა იმად, რითიც ის გარკვეული სოციალური სარგებლის ძალით არის.მასები ყოველთვის მეტნაკლებად განურჩეველნი იყვნენ კულტურისადმი და იმყოფებოდნენ ფორმირების დაუსრულებელ მდგომარეობაში. თუმცა, ამგვარ კულტურას დღეს ისინიც კი ტოვებენ, ვისაც ის არსებითად ეკუთვნის – მას ტოვებს მმართველი კლასი.და ზუსტად კულტურის ამ ტიპს ეკუთვნის ავანგარდი.ავანგარდი არის ჩვენთან არსებული ცოცხალ კულტურა, იმდენად მომავალში ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს ზედაპირულმა მოვლენებმა.ავანგარდი, რომელმაც უკვე საფრთხე იგრძნო, დღითიდრე უფრო გაუბედავი ხდება. აკადემიზმსა და კომერციალიზაციას ჩვენ იქაც ვხვდებით, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს: ავანგარდს აკლდება თავდაჯერებულობა იმ საზოგადოებაში, რომელზეც ის დამოკიდებულია,.სადაც ავანგარდია, იქ არიერგარდიც არის. ავანგარდის გამოჩენასთან ერთად ინდუსტრიულ დასავლეთში წარმოიშვა მეორე ფენომენიც, რომელსაც გერმანელებმა საუკეთესო სახელი - "კიტჩი” დაარქვეს: მასებზე გათვლილი კომერციული ხელოვნება.კიტჩი, განკუთვნილი მათთვის, ვინც ჭეშმარიტი კულტურის ფასეულობებისადმი გულგრილი და უემოციო რჩებოდა, მაგრამ მაინც განიცდიდა სულიერ შიმშილს და ისეთი გართობა სწყუროდა, რომელიც მხოლოდ გარკვეული სახის კულტურას შეეძლო მიეცა.კიტჩი მექანიკურია და ფორმულების მიხედვით მოქმედებს. კიტჩი – ეს გაყალბებული გამოცდილება და ყალბი გრძნობებია. კიტჩი თავის ცვლილებებში მიჰყვება სტილს,მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის კიტჩად რჩება. კიტჩი – ყველა იმ სიყალბის განსახიერებაა, რაც თანამედროვე ცხოვრებას ახასიათებს. კიტჩი თითქოს თავისი მომხმარებლებისგან ფულის გარდა არაფერს ითხოვს; მომხმარებელთაგან დროსაც კი არ ითხოვს.ცხადია, რომ კიტჩი სრულიად აკადემიურია; და პირიქით, ყველაფერი აკადემიური კიტჩია. რადგან ის, რასაც აკადემიურს უწოდებენ, აღარ არსებობს დამოუკიდებლად და კიტჩის სახამებლიან გულისპირად გადაიქცა.რამდენადაც კიტჩის წარმოება შესაძლებელია მექანიკურად, ის ჩვენი წარმოების სისტემის განუყოფელ ნაწილად გადაიქცა, რაც არ შეიძლება მოხდეს ჭეშმარიტი კულტურის შემთხვევაში იშვიათი გამონაკლისების გარდა.კიტჩი გვაბნევს. მას მრავალი დონე აქვს და ზოგიერთი ეს დონე იმდენად მაღალია, რომ ჭესმარიტი შუქის გულუბრყვილო მაძიებლისთვის საშიშროებასაც წარმოადგენს.არ უნდა ვიფიქროთ, რომ კიტჩის ნებისმიერი მაგალითი სრულიად მოკლებულია რამე ღირებულებას.კიტჩის მიერ მოპოვებული უზარმაზარი მოგება ავანგარდისთვის ცდუნებას წარმოადგენს,.რითი შეიძლება აიხსნას კიტჩის გადამდებობა და მისი გადაულახავი მიმზიდველობა? ბუნებრივია, მანქანებით ამზადებული კიტჩი იაფია აბორინგენთა ხელით გაკეთებულ ნამუიშევრებზე და მის წარმატებას დასავლეთის პრესტიჟი განაპირობებს; მაგრამ რატომ არის კიტჩი, როგორც ექსპორტის საგანი უფრო მიმზიდველი, ვიდრე რემბრადტი? საბოლოოდ ერთიცა და მეორეც შეიძლება ვაწარმოოთ ერთნაირად იაფად.დამუშავებული ტექსტი ნახეთ ამ ბმულზე
ნანახია: 1097 | დაამატა: maler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]